logo

გიორგი ქობულია დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

„ყოველთვის საჭიროდ და სასარგებლოდ მიმაჩნია ასეთი ტიპის შეხვედრები ბიზნესთან, რადგან ძალიან მჭირდება, რომ უშუალოდ მათგან მოვისმინო იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც მათ აწუხებთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.
„შეხვედრის ფარგლებში დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებმა მინისტრთან ისაუბრეს როგორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების, ისე ისეთი კონკრეტული თემების შესახებ, როგორიცაა სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია, ექსპორტის ხელშეწყობა და მასთან არსებული პრობლემები, პროფესიული განათლება და გადამზადება და სხვა“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე.
 შეხვედრას ასოციაციის 80-მდე წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრთან ერთად, ბიზნესმენთა შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე პასუხობდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრო ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.