logo

იაპონიის ელჩი საქართველოში მწარმოებელთა ფედერაციისა და დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციისა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას და იაპონიის ელჩის მოადგილესა და მრჩეველს ტომონორი ჰასეგავას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იაპონიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და თებერვალ-მარტში საქართველოში იაპონიის ბიზნესის წარმომადგენლების სტუმრობისა და ქართულ მხარესთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების საკითხები განიხილეს.

იაპონიის ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არსებული ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ მწირია და საჭიროა მისი გაღრმავება, რადგან საქართველოს აქვს ამის პოტენციალი. ისაუბრეს საქართველოში იაპონური ინვესტიციებისა და საექპორტო პროდუქტების შესახებ.

შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას სხვადასხვა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

  

ფოტო გალერია