პროექტები

ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის დაკავშირება დასაქმების ბაზართან

მიმოხილვა

წინამდებარე პროექტის მიზანია პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის თანხვედრაში მოყვანა საქართველოს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან და განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა ზრდასრული მოსახლეობისათვის. 

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, პროფესიულ კოლეჯებთან და გადამზადების ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობით.  

პროექტის საქმიანობები: 

პროექტის საქმიანობა მოიცავს ორ ძირითად სფეროს. ერთის მხრივ, გრძელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მრავალწლიანი დახმარება საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების ფორმალური სისტემის მიმართ. ხოლო მეორეს მხრივ, პროექტი ხელს უწყობს არაფორმალური პროფესიული განათლებისა და გადამზადების აღიარებას და მისი უპირატესობების გამოყენებას ზრდასრული მოსახლეობისათვის სწავლების დამატებითი შესაძლებლობების შესაქმნელად.  

მოსალოდნელი შედეგები:

•პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის ეფექტიანობის გაზრდა, დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება და სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობა. 

•პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაკავშირება დასაქმების ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებთან. 

•არაფორმალური სწავლის შესაძლებლობების გაზრდა, პროფესიული მუშა ხელის კვალიფიკაციისა და პროდუქტულობის ამაღლება.  

 

 

Last modified onTuesday, 14 February 2017 17:32

Media

http://employer.ge/images/gall/Goodwill%20Training.pdf