ტრენინგი - პრაქტიკული ციფრული მარკეტინგი

მიმდინარე წლის 15, 16 და 23 ივლისს ბიზნეს გაერთიანება GEA-ს ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე

- „პრაქტიკული ციფრული მარკეტინგი - პრაქტიკა, ტექნიკები, ინსტრუმენტები“.

ტრენინგს ესწრებოდნენ სხვადასხვა კომპანიის ის თანამშრომლები, რომლებსაც უშუალოდ უწევთ ციფრული მარკეტინგის სხვადასხვაა რხისა და ინსტრუმენტის გამოყენება საკუთარი პროდუქტის ონლაინ პლატფორმაზე ინტეგრაციისთვის.

ტრენინგ პროგრამა შედგებოდა სამი ძირითადი ბლოკისგან - დაგეგმვა, განხაროციელება და ანალიზი. პროგრამის მნიშვნელოვანი უპარატესობა იყო ის რომ პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მონაწილეებს საშუალება მიეცათ მიღებული ცოდნა მოერგოთ რეალური ქეისებისთვის.

ტრენინგს უძღვებოდა სოციალური მედიის და ვებ-პროექტების კოორდინატორი და საკომუნიკაციო სისტემების სპეციალისტი მერაბ კეჩხოშვილი.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია მომავალშიც უზრუნველყოფს მსგავსი თემატიკის ტრენინგების ორგანიზებას, რადგან ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება, შესაბამისად, აუცილებელი ხდება როგორც ბიზნესის განვითარების სტრატეგიის, ასევე მარკეტინგული ინსტრუმენტების ახალ ტენდენციებზე გადასვლა.