მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალი

22 ივნისს ბიზნეს გაერთიანება GEA-ს საკონფერენციო დარბაზში ხელი მოეწერა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს პრომოუტერულ კომპანია Fight Night Georgia-სადაპარტნიორებს შორის.

მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ღონისძიებების ჩატარებას ურთიერთ მხარდაჭერის ფონზე, ორმხრივ თანამშრომლობასა და შეთანხმებული პირობების ვადებში განხორციელებას, ხელი მოაწერეს ერთი მხრივ Fight Night Georgia-, ხოლო მეორე მხრივ ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ, მედია ჰოლდინგმა კომერსანტი, ჟურნალმა OK და Cavea-.

ცერემონია გახსნა კომპანია fight nights Georgiaს პრეზიდენტმა, ბატონმა ზურაბ ბოლოქიშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ სპორტს არ შეუძლია დამოუკიდებელი პროდუქტის შექმნა მედიის დახმარების გარეშე და ივარაუდა, რომ სპორტისა ქართველოში მალე გახდება ბიზნესი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ლაბაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესის თვალსაზრისით, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების გაჯანსაღების მიმართულებით. ამდენად, ასოციაცია ყოველთვის მზადაა მხარი დაუჭიროს მსგავსი ტიპის აქტივობებს.

 კომპანია Fight Night Georgia-ს მემორანდუმზე ხელმომწერმა მახარეებმა მადლობა გადაუხადეს მოწვევისა და ნდობისთვის და აღიარეს თანამშრომლობის საერთო ინტერესები.