"ბიზნეს სახლის" გახსნა

8 სექტემბერს გაიმართაბიზნეს სახლის" პროექტის პრეზენტაცია და კაფსულის ჩადების ცერემონია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბიზნეს გაერთიანება GEA-სპრეზიდენტმა 

ელგუჯა მელაძემ და ვიცე-პრეზიდენტმა დანიელ გახარიამ.

ღონისძიებას, რომელიც გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე ესწრებოდნენ პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეულმასტუმრები, მათ შორის - საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ბიზნეს სახლი" წარმოადგენს სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის სრულიად ახალ ხედვას, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკური, ისევე ლექტრონული სივრცის განვითარებას, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, ერთ სივრცეში - როგორც ერთ შენობაში, ასევე ერთ ელექტრონულ პორტალზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღონ 600-ზე მეტი სერვისი, რომელიც ამ ეტაპზე 60-ზე მეტი საჯარო სტრუქტურის მიერ მიეწოდებათ.

სახელმწიფო სერვისების ერთიან სივრცეში მიწოდება მთავრობის უმნიშვნელოვანესი რეფორმების ნაწილია და გულისხმობს მთლიანად სახელმწიფო სისტემის გარდაქმნას.