ბიზნეს სექტორის შეხვედრა გარემოს დაცვის მინისტრთან

16 სექტემბერს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA) ორგანიზებით ბიზნეს სექტორი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს

 გიგლა აგულაშვილს შეხვდა. შეხვედრას, რომელსაც 80-ზე მეტი კომპანია ესწრებოდა, გაიმართა პროექტის - „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ბიზნეს სექტორის ინფორმირება სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმებისა და სიახლეების შესახებ. გარდა ამისა, გაიმართა პრეზენტაცია ნარჩენების მართვის კოდექსის შესახებ, რომლის ფარგლებშიც განიხილეს შემდეგი საკითხები:

• კოდექსის რეგულირების სფერო;
• ნარჩენების მართვის იერარქია და პრინციპები;
• მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება;
• ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები და კომპანიის ვალდებულებები;
• მუნიციპალური ნარჩენების მართვა და გადამუშავება;
• სახიფათო ნარჩენების შეგროვება და დამუშავება;
• ნარჩენების მართვის ნებართვა და რეგისტრაცია;
• ნარჩნების აღრიცხვა, ანგარიშგება და მონაცემთა ბაზა და სხვ.

ბიზნეს გაერთიანება GEA-ს ინიციატივით დაიგეგმა უახლოეს მომავალში მუდმოვმოქმედი კომიტეტის შექმნა, როელიც იქნება კომუნიკაციის საშუალება ბიზნეს სექტორსა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA) სისტემატურად აწყობს მსგავსი ფორმატის შეხვედრებს, სადაც ბიზნეს სექტორი პირდაპირი დიალოგის რეჟმში იღბენ პასუხებს მათთვის საინტერესო და პრობლემატური საკითხების შესახებ.