ტრენინგი - "რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე"

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს პაშა ბანკის თანამშრომლებმა გაიარეს ტრენინგი თემაზე „რისკების შეფასება სამუშაო ადგილზე“,

რომელიც ბიზნეს გაერთანება GEA-ს ტრენინგ ცენტრში ჩატარდა.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა ორგანიზაციაში სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების გამოვლენის, რისკების განსაზღვრა, შეფასება, მათი შემცირების, ან აღმოფხვრის მეთოდებისა და სისტემური მიდგომების შესწავლა.
უნდა აღინიშნოს, აღნიშნული ტრენინგი საშუალებას მისცემს კომპანიას, რომ დანერგოს შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშული სისტემების დანერგვა ხელს უწყობს კომპანიის შემოსავლების გაზრდას, რადგან იზრდება შრომის პროდუქტიულობა, მცირდება გაცდენები და მოცდენები, იზრდება შრომის მოტივაცია, მცირდება ტექნიკური საშუალებების დაზიანებები და მათ აღდგენაზე დანახარჯები.

ბიზნეს გაერთიანება GEA-ს ტრენინგ ცენტრი საკითხის აქტუალურობიდან გამომიდნარე კომპანიებს სთავაზობს კორპურატიულ ტრენინგებს, რათა მომზადებულები შეხვდენენ შრომის უსაფრთხოების ინსპექციის შემოწმებას.