ტრენინგი - საბაზისო პროგრამები და HACCP-ის სისტემის სწავლება

17 სექტემბერს ბიზნეს გაერთიანება GEA-ს ტრენინგ ცენტრისა და შპს „მენჯმენტის სისტემების“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე „საბაზისო პროგრამები

და HACCP-ის სისტემის სწავლება“.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა სუფთა ზონის პერსონალის მიერ პროდუქტის ჰიგიენის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და მათი შესრულების ინსტრუქციების შესწავლა. ასევე, გამოიმუშავეს პროდუქტის წარმოების და მიწოდების ჰიგიენის საჭირო უნარ-ჩვევები სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით.

ტრენინგს უძღვებოდა საერთაშორისო ექსპერტი, ტრენერი ნათელა ხურციძე. 
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები.

აღნიშნული სატრენინგო პროგრამა აქტუალურია, რადგან საქართველოს მთავრობის 25.06.2010 წლის №173 დადგენილებით განისაზღვრა სურსათის/ცხოველის, საკვების მწარმოებელის, საწარმოს/დისტრიბუტორის, ჰიგიენის ზოგადი წესი, რომელიც ადგენს ზოგადჰიგიენურ მოთხოვნებს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის მიმართ და ვრცელდება სურსათის/ცხოველის
საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.

ამავე დადგენილებით განსაზღვრულია ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესი. ამდენად, ბიზნეს გაერთიანება GEA სისტემატურად სთავაზობს კომპანიებს სატრენინგო პროგრამის გავლას, რათა მომზადებულები შეხვდნენ შრომის მონიტორინგის ინსპექციის შემოწმებას.