PR სტრატეგიისა და ტაქტიკის დაგეგმვა, რეპუტაციის მართვა

ბიზნეს გაერთიანება GEA-ს ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით 19-20 სექტემბერს გაიმართა ტრენინგი თემაზე „PR სტრატეგიისა და ტაქტიკის დაგეგმვა,

რეპუტაციის მართვა“, რომელსაც უძღვებოდა PR და ინტეგრირებული კომუნიკაციების სპეციალისტი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ელდარ პირმისაშვილი. 
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის, ტაქტიკისა და მართვის ტექნიკების შესწავლაში, კერძოდ:

რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობას ორგანიზაციისათვის, და რა მეთოდებს და საშუალებებს იყენბენ პიარ სპეციალისტები პიარ საქმიანობაში; რა მნიშვნელობა აქვს პიარ საქმიანობის დაგეგმვის დროს ორგანიზაციის მიზნების და ამოცანების ორგანიზაციის საიმიჯო სტრატეგიასთან თანხვედრას; როგორ ხდება საკითხის იდენტიფიცირება და სამოქმედო საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმის შედგენა.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს გაერთიანება GEA-ს სისტემატურად მართავს ტრენინგებს წევრი და პარტნიორი კომპანიების კადრების გადამზადების მიზნით.