ტრენინგი დამსაქმებლებისათვის OSH საკითხებზე

ბიზნეს გაერთიანება GEA-ს ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით 28-29 სექტემბერს გაიმართა ტრენინგი დამსაქმებლებისათვის შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხებში, რომელსაც გაუძღვება შრომის და ჯანმრთელობის სფეროში ევროკავშირის ექსპერტი ბ-ნი ივან მეიერი.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაიწლეებისთვის შემდეგი საკითხების გაცნობა:
• დამსაქმებელთა პასუხისმგებლობების გაგების ხელშეწყობა შრომის უსაფრთხოების
საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ადგილზე;
• მენეჯერების მოტივირება შრომისა და უსაფრთხეობის საკითხებთან მიმართებაში;
• პრევენციული პრინციპების წარდგენა და OSH საბაზისო მოთხოვნები;
• OSH მართვისა და ზედამხედველობის პრეზენტირება;
• საფრთხეებისა და რისკების შეფასების იდენტიფიცირების უნარის წახალისება სამუშაო ადგილზე;
• თანამშრომელთა ჩართულობის გზების წარდგენა OSH საკითხებში;
• ევროკავშირის რეგულაციების და ევროკავშირის მიდგომების წარდგენა OSH
განხორციელებისას;
• სამუშაო ადგილზე OSH მინიმალური მოთხოვნების პრეზენტირება, სამუშაო
აღჭურვილობა და პერსონალური დაცვის მოწყობილობები/აღჭურვილობები;
• უკუკავშირი მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებთან დაკავშირებით და OSH
გაუმჯობესების გამოწვევები;

ბიზნეს გაერთიანება GEA-ს თხოვნის საფუძველზე პროექტი უზრუნველყოფს სპეციალურ ტრეინინგს დამსაქმებელთათვის - საწარმოს მენეჯერებისათვის შრომის უსაფრთხოების პრინციპებისა და OSH მინიმალური მოთხოვნების შესახებ ახალი ჰარმონიზებული რეგულაციების მიხედვით.