მემორანდუმი ფისტის ასოციაციასთან

12 ოქტომბერს ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ და „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციამ“ გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი „საქართველოს ფისტის ასოციაციასთან".

მემორანდუმის მიზანია აღნიშნულ სამ ხელმომწერ მხარეს შორის სისტემატური თანამშრომლობის ჩამოყალიბება, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინირებული მუშაობა ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ღონისძიების მონაწილებს წარუდგინეს პრეზენტაცია საქართველოში ფისტის წარმოების პოტენციალის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს სექტორულ ასოციაციებთან დარგში არსებული პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაწყვების მიზნით.