ILO-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგი შრომითი ურთიერთობებს შესახებ

11-13 ოქტომბერს ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ (GEA) თანამშრომლებისთვის “შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ“ (ILO) მოაწყო

ტრენინგები შრომის კანონმდებლობის, ინდუსტრიული ურთიერთობების და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა შრომის კანონმდებლობის, ინდუსტრიული ურთიერთობების და ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მიმართულებით ასოციაციის წევრებისათვის ახალი სერვისების შეთავაზება და არსებულის - გაუმჯობესება. აღნიშნული სერვისების გაუმჯობესება და ბიზნეს სექტორისთვის ეფექტურად მიწოდება ხელს შეუწყობს შრომითი ურთიერთობების გაუმჯობესებას საკანონმდებლო და შიდა ორგანიზაციულ დონეებზე.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წევრ და პარტნიორ კომპანიებს სთავაზობს ადვოკატირების, ლობირების და კონსულტაციების საშუალებით მოაგვარონ კომპანიებში არსებული შრომით ურთიერთობებში არსებული პრობლემური საკითხები და გააუმჯობესონ არსებული მდგომარეობა.

ამდენად, „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (ILO) მიერ ჩატარებული ტრენინგი პოზიტიურად აისახება დამსაქმებელთა ასოციაციის საქმიანობის ისეთ აქტუალურ მიმართულებაზე, როგორიცაა შრომითი ურთიერთობების გაუმჯობესება.

„შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია“ (ILO) უკვე მრავალი წელია წარმოადგენს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA) პარტნიორს.