ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „ფინანსურ ოფისთან“

18 ოქტომბერს ბიზნეს გაერთიანება “საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა“ და აუდიტორულ და საბუღალტრო კომპანია "ფინანსურ ოფისს" შორის გაფორმდა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმი გულისხმობს მხარეებს შორის პოტენციურ თანამშრომლობას ინფორმაციის გაცვლის და გამოცდილების გაზიარების გზით, რათა მხარეებმა გააძლიერონ სერვისები და შეიმუშაონ სპეციალური შეთავაზებები ერთმანეთის კლიენტებისათვის. გარდა ამისა, მხარეები თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარებენ ერთობლოვ დისკუსიებს, საჯარო ლექციებს, ტრენინგებს, კონფერენციებს და სხვ.

ბიზნეს გაერთიანება GEA აქტიურად თანამშრომლობს დაინტერესებულ მხარეებთან ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით.