პროფესიული განათლებისა და სწავლება - პროექტის პრეზენტაცია

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით ახორციელებს „პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტს“, რომლის მიზანია შრომის ბაზარზე ადეკვატური

ადამინური რესურსის კვალიფიკაციის გაძლიერება.

აღნიშნული მრავალწლიანი პროექტის ფარგლებში შეიქმნა „კადრებზე მოთხოვნის სისტემური საინფორმაციო ბაზა" სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და საგანამანთლებლო დაწესებულებებში პროფესიების შესწავლის მოდულების შემუშავებით.

ამ აქტივობების შედეგად ახლო მომავალში ასოციაციის ფარგლებში იწარმოებს საკადრო პოლიტიკის ელექტრონული კვლევის სისტემატური შესწავლა და მისი ანალიზის შედეგად მრავალმხრივი ჩართულობით შეიქმნება შრომის ბაზრის განვითარების ხელშემწყობი სერვისები და მათი აღსრულების მექანიზმები.

20 ოქტომბერს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროექტის პირველადი შედეგების განხილვა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის გერმანელი ექსპერტები, ბიზნეს სექტორი, გერმანიის საელჩოს და განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.