არა-ფორმალური საგანამანათლებლო პროგრამის შემუშავება - პროექტის პრეზენტაცია

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია" ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ მცირე საგრანტო 

პროექტის ფარგლებში გამართა პროექტის შედეგების პრეზენტაციას - არა-ფორმალური საგანამანათლებლო პროგრამის შემუშავება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმატში.
პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.

პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმნენ ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, სონია შარიგიანი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე, დევიდ
ჰენდლი, „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ხელმძღვანელი და ელგუჯა მელაძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი.

პროექტის ძირითადი მიზანი იყო შრომის ბაზრის მთავარი გამოწვევის - პროფესიული და ტექნიკური მომზადების დონის გაუმჯობესებისთვის, საუკეთესო პრაქტიკის პრეცედენტის შექმნა.
„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" მიერ განხორცილებული აქტივობების შედეგად, რეგიონალური და თბილისის საწარმოების ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე, ახალგაზრდები დასაქმდნენ „სამუშაო ადგილზე სწავლების" პრინციპით, ასოციაციის წევრ კომპანიებში.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საუკეთესო მაგალითის გაზიარება ასოციაციის წევრ კომპანიებში, რათა გაიზარდოს ბიზნეს სექტორის ჩართულობა მსგავს აქტივობებში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული კომპანიებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანებელი, პროექტების ბენეფიციარები,საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელები.