ტრენინგი - დიალოგი სამუშაო ადგილზე

21-23 ოქტომბერს „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ „შრომის სართაშორისო ორგანიაციის“ (ILO) მზარდაჭერით გაიმართა ტრენინგი თემაზე - დიალოგი სამუშაო ადგილზე. 

ტრენინგს ესწრებოდნენ დამსაქმებლების, დასაქმებულების და პროფკავშირების წარმომადგენლები.

ტრენინგს უძღვებოდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ტრენერები:

როჯერ ლეკური - ექსპერტი შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკიტხებში, შრომის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი.

კლოდ რიუ - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტანტი, ასოცირებული მკვლევარი გლობალიზაციისა და შრომის საკითხების უნივერსიტეტთაშორისი კვლევის ცენტრში (კვლევის სფეროები - კოლექტიური მოლაპარაკებები, შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, სოციალური დაცვის პროგრამები და ტყის მრეწველობა).

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგი საკითხების შესახებ: 
• რა ხდის ორგანიზაციას უფრო ეფექტურს და სამართლიანს?
• პრაქტიკული მიდგომები და საშუალებები ორგანიზაციაში სამართლიანობის გაუმჯობესების მიზნით;
• სამუშაო ადგილზე დიალოგის კონცეფცია;
• შრომითი დავების გადაწყვეტა;

კურსი დატვირთული იყო პრაქტიკული სამუშაოებით, სავარჯიშოებითა და ქეისების განხილვით, რაც საშუალებას მისცემს მონაწილეებს სამუშაო ადგილზე ეფექტურად წარმართონ დიალოგი შრომითი დავების პროცესში და გააუმჯობესონ თანამშომლების სამუშაოთი კმაყოფილების დონე.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ „შრომის საერთოაშორისო ორგანიზაციის“ (ILO) მხარდაჭერით სისტემატურად სთავაზობს წევრ და პარტნიორ კომპანიებს შრომის პირობების გაუმჯობესებაზე მიმართულ ტრენინგებს.