ტრენინგი შრომით მედიაციაზე

24-26 ოქტომბერს „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებითა“ და "შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის" (ILO) მხარდაჭერით გაიმართა ტრენინგი შრომით მედიაციაზე.

ტრენინგს უძღვებოდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ტრენერი როჯერ ლეკური - ექსპერტი შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხებში, შრომის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი.

ტრენინგი გახსნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგერენაიამ.

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგი საკითხების შესახებ:
• შრომითი დავების გადაწყვეტა საქართველოში;
• მედიაციის საფუძვლები;
• მედიატორის ინსტრუმენტები (საქმის გახსნა, შეხვედრების ფორმატი, დროის მენეჯმნეტი, ეფექტური შინაარსი, ფასილიტაცია და კომუნიკაცია)
• მოქმედების პრინციპები
• სიტუაციის ნიმუშები

ტრენინგზე მოწვეული იყვნენ პრაქტიკოსი მედიატორები ჯანდაცვის სამინისტროდან, რომლებმაც მონაწილეებს გაუზარეს საკუთარი გამოცდილება.

ტრენინგს ესწრებოდნენ ბიზნესის სექტორისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, მედიციით დაინტერესებული სხვა პირები.

ტრენინგი განსაკუთრებით აქტუალური, რადგან ბიზნეს სექტორში შრომითი/კოლექტიური დავები ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით მწვავე ფორმებს იღებს. მედიაცია კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც მიუკერძოებელი მხარე - მედიატორი მოდავე მხარეებს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევაში ეხმარება.მედიაცია განსაკუთრებით ეფექტიანია იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს რაიმე მიზეზით არ სურთ საკითხის სასამართლოში განხილვა.

ბიზნეს გაერთიანება GEA შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ხელშეწყობით სისტემატურად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიმართულია ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე.