Doing Business - რეიტინგის შეფასება

28 ოქტომბერს ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ“ (GEA), საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციამ, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციამ, საქართველოს ბანკების ასოციაციამ

და ბიზნეს ექსპერტებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციები შეაფასეს.

შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები:

• Doing Business-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციების მიმოხილვა - გამოითქვა როგორც კრიტიკული მოსაზრებები კვლევის მეთოდოლოგიასა და შედეგების შეფასების მიმართ, ასევე ისაუბრეს იმ პოზიტიური მხარეების შესახებ, რაც ახასათებს მსგავსი რეიტინგის გამოქვეყნებას;

• როგორ იმოქმედებს აღნიშნული რეიტინგი საქართველოს მიმართ ინვესტორების ნდობაზე;

• ძირითადი მოლოდინები და პროგნოზები.

ბიზნეს გაერთიანება GEA-ს ორგანიზებით შესაძლოა ახლო მომავალში გაიმართოს მასშტაბური ღონისძიება Doing Business-ის რეიტინგის შეფასების მიზნით.