რუსულ-ქართული ბიზნეს ფორუმი

31 ოქტომბერს „საქართელოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა საქართველო-რუსეთის ბიზნეს ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავდა რუსი ბინზესმენების დაინტერესებას საქართველში ინვესტირებით.

ბიზნეს ფორუმზე საქართველოს მხრიდან გაკეთდა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ. რუსეთის ბიზნეს დელეგაცია საქართველოს ბიზნეს გარემოს შესაფასებლად გაეცნო სტატისტიკურ მონაცემებს და უახლესი კვლევის შედეგებს.

ბიზნეს ფორუმზე კომპანიებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საკუთარი პროდუქტის და სერვისების შესახებ. ასევე, გაიმართა B2B შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებს.

ბიზნეს ფორუმს ესწრებოდა 80-მდე ქართული და რუსული კომპანია.

ბიზნეს გაერთიანება GEA სისტემატურად აწყობს ბიზნეს ფორუმებს ქართველი და უცხოელი ბიზნესმენებისათვის ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით.