რუსულ-ქართული ბიზნეს ფორუმი

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და მისი წევრი კომპანია „უნივერს ბიზნეს ჯგუფის“ ორგანიზებით გაიმართა რუსეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი.

რუსეთის მხრიდან წარმოდგენილი იყო კომპანიები შემდეგი სექტორებიდან: ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და მშენებლობა. რუსეთიდან წარმოდგენილი კომპანიები დაინტერესდნენ შესაბამისი ბიზნეს სექტორების წარმომადგენელ ქართულ კომპანიებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთოებების გააქტურებითა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებით.

ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი (B2B) შეხვედრები.

ბიზნეს გაერთიანება GEA სისტემატურად აწყობს ბიზნეს ფორუმებს ქართველი და უცხოელი ბიზნესმენებისათვის ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით.