ტრენინგი - ორგანიზაციული უპირატესობის მოპოვება და მართვა

უპირატესობის მოპოვება ყველა ადამიანის ოცნებაა. ეს ფაქტორი ცალსახად აქტუალურია საქმიანობის აბსოლუტურად ყველა დონეზე და მოღვაწეობის ყველა სფეროში. უპირატესობის მართვა

შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც ნებისმიერი სახის მოხელეობის, ეკონომიკის, ბიზნესის, ტექნიკური და ტექნოლოგიური სისტემების პროექტირების და მართვის მიმართულებით.

კონკურენტული ბაზრის პირობეში ზემოთ აღნიშნული თემის აქტუალურობიდან გამომდინარე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით 9-11 ნოემბერს გაიმართა ტრენინგი თემაზე „ორგანიზაციული უპირატესობის მოპოვება და მართვა“, რომელსაც უძღვებოდა მოწვეული ტრენერი - ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი თემურ მაისურაძე.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მართვის სისტემათა ეფექტიანობის ზრდა იმ გამოწვევების შესაბამისად, რომლის წინაშეც დგას თანამედროვე ეკონომიკა. მენეჯერების მიერ დაგროვილი ცოდნის კიდევ უფრო დახვეწა და სრულყოფა ახალ მეთოდების, მეთოდიკის და ინსტრუმენტების შემუშავების გზით.

ტრენიგის მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები.

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ წევრ და პარტნიორ კომპანიებს სისტემატურად სთავაზობს კადრების გადამზადების მიზნით სხვადასხვა აქტუალური ტრენინგებზე დასწრებას. ასევე, კორპორატიული ტრენინგების ორგანიზებას კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.