ტრენინგი თემაზე პრაქტიკული ციფრული მარკეტინგი - პრაქტიკა, ტექნიკები, ინსტრუმენტები

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში“ გაიმართა ტრენინგი თემაზე - „პრაქტიკული ციფრული მარკეტინგი - პრაქტიკა, ტექნიკები, ინსტრუმენტები“. 

ტრენინგს ესწრებოდნენ კომპანიების ის თანამშრომლები, ვისაც უშუალოდ უწევთ ციფრულ მარკეტინგის სხვადასხვა არხისა და ინსტრუმენტის გამოყენება საკუთარი პროდუქტის ონლაინ პლატფორმაზე ინტეგრაციისთვის.

ტრენინგ პროგრამა შედგებოდა სამი ძირითადი ბლოკისგან - დაგეგმვა, განხაროციელება და ანალიზი. პროგრამის მნიშვნელოვანი უპარატესობა იყო ის, რომ პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით მონაწილეებს საშუალება მიეცათ მიღებული ცოდნა მოერგოთ რეალური ქეისებისთვის.

ტრენინგს უძღვებოდა სოციალური მედიისა და ვებ პროექტების კოორდინატორი და საკომუნიკაციო სისტემების სპეციალისტი მერაბ კეჩხოშვილი.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია მომავალშიც უზრუნველყოფს მსგავსი თემატიკის ტრენინგების ორგანიზებას, რადგან ციფრული მარკეტინგის მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება, შესაბამისად, აუცილებელი ხდება როგორც ბიზნესის განვითარების სტრატეგიის, ასევე მარკეტინგული ინსტრუმენტების ახალ ტენდენციებზე მორგება, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის ადგილობრივ ბაზარსა და სპეციფიკაზე ადაპტაცია.