ტრენინგი - მოგების გადასახადის ახალი (ესტონური) მოდელი

17 ნოემბერს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და „ფინანსური ოფისის“ ორგანიზებით, კომპანიების მოთხოვნის გათვალისწინებით, დაიწყო ტრენინგების ციკლი თემაზე „მოგების გადასახადის ახალი (ესტონური) მოდელი“.

ტრენინგების მიზანს წარმოადგენს ბიზნეს სექტორისთვის საგადასახადო კანონმდებლობაში, მოგების გადასახადის ე.წ ესტონურ მოდელთან დაკავშირებით შესული მნიშვნელოვანი ცვლილებების გაცნობა, რომელიც ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან.

გაიმართა პირველი ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდა აუდიტორული და ბუღალტრული კომპანია ფინანსური ოფისის მმართველი პარტნიორი მიხეილ ჭელიძე;

აღნიშნულ ტრენინგზე განიხილეს შემდეგი თემები:

1. შინაარსობრივი განსხვავება მოგების გადასახადის არსებულ და ახალ მოდელებს შორის;
2. ვინ არის მოგების გადასახადის გადამხდელი ახალი მოდელის მიხედვით;
3. დაბეგვრის ობიექტები ახალი მოდელის მიხედვით:
- განაწილებული მოგება;
- გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან
დაკავშირებული არ არის;
- უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი
სახსრების გადაცემა;
- კოდექსით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით გაწეული
წარმომადგენლობითი ხარჯი.
4. უკვე გადახდილი ან გადასახდელი მოგების გადასახადის ჩათვლა ახლად გადასახდელი მოგების გადასახადის ანგარიშში.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია „ფინანსურ ოფისთან“ ერთად გეგმავს სისტემატურად შესთავაზოს კომპანიებს ტრენინგები აღნიშნულ თემატიკაზე.