ბიზნეს სექტორის შეხვედრა სემეკის წევრებთან

13 დეკემებერს ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ (GEA) ორგანიზებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ბიზნეს სექტორს შეხვდა.

 

შეხვედრას სამთავრობო უწყებების და ელექტროენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრას გახსნის „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა დანიელ გახარიამ. ხოლო, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ზვიად გაჩეჩილაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართველოში“.

შეხვედრას ასევეესწრებოდნენ:კომისიის წევრი გოჩა შონია, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ნუგზარ ბერიძე;  მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, თამარ ბარსონიძე;  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ლაშხია; 

შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარეკომპანიებს ჰქონდათ საშუალებაპირდაპირი დიალგის რეჟიმშიდაესვათ კითხვები მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას გადასცა მადლობის სიგელი ბიზნეს სექტორთან აქტიური თანამშრომლობისთვის.