ბიზნეს სექტორის შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ წევრი კომპანიების ესწრებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარესთან წლის შემაჯამებელ შეხვედრას. ლევან რაზმაძემ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრას მცირე და საშუალო საწარმოთა, ბიზნესგაერთიანებათა და ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. 

შეხვედრაზე ბიზნეს გაერთიანების სახელით სიტყვით გამოვიდა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი დანიელ გახარია, რომელმაც შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ლევან რაზმაძეს გადასცა მადლობის სიგელი „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ შეხვედრების ფორმატში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოცაიცია ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის დიალოგის გაუმჯობესების მიზნით მსგავი ტიპის ღონისძიებების აქტიური მხადამჭერია.