ბიზნეს სექტორი სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდება

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პროექტის „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდა.

 

შეხვედრაზე მინისტრმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 
ლევან დავითაშვილმა პრეზენტაციის სახით წარადგინა 2017 წლის აგრაგული დარგის განვითარების ხედვა, რომელიც 5 ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს. ესენია:

• პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება/ეფექტიანო-ბის გაზრდა;
• მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიების განვითარება - შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის გაფართოება, მოდერნიზაცია;
• სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების სისტემებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვა;
• ფერმერთა კომპეტენციების და კონკურენტუნარი-ანობის ამაღლება;
• საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია - ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა; miewet vigacas

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს აღნიშნული საკითხები და ამ მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს.

შეხვერდრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში მოქმედი 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი.

შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნესსექტორს შორის გაიმართა დიალოგი, სადაც კერძო სექტორში არსებული პრობლემატური საკითხები განიხილეს.

ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ პროექტით „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ მხარს უჭერს კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.