logo

ISO 45001

"საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია" გთავაზობთ სამუშაო გარემოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტის (ISO 45001) დანერგვას.

ISO 45001 არის სტანდარტი, რომელიც გამოიყენება სამუშაო გარემოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მართვისათვის. სისტემა საშუალებას აძლევს ორგანიზაციას აკონტროლოს ამ სამუშაო გარემოში არსებული რისკები და გააუმჯობესოს კონტროლის შედეგიანობა. სტანდარტი მოითხოვს სისტემურ მიდგომას საფრთხეების იდენტიფიკაციის, ანალიზის, შეფასების რისკის დონის დადგენის და კრიზისული სიტუაციების მართვის მიმართ.

ISO 45001 -ის მოთხოვნების მიხედვით შექმნილი და დანერგილი სისტემა შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ. ხშირ შემთხვევაში, კონტრაქტორებს ISO 45001-ის სისტემის სერტიფიკაციას სთხოვენ საერთაშორისო კომპანიები, პარტნიორები და კლიენტები.