employer.ge logo

პროფესიული განათლების "ჰაკათონის" პრეზენტაცია

date2017-04-01

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანებასაქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამხარს უჭერს პროფესიული განათლებისჰაკათონისგანხორციელებას. იგი წარმოადგენსჰაკათონისოფიციალურ სპონსორს და სოციალურ პარტნიორს, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

„ჰაკათონი“ ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების შეჯიბრი და კარგი იდეების რეალიზების, თვითგამოხატვის, ჯანსაღი კონკურენციისა და ინოვაციური პროექტების შექმნის საშუალებაა.
„ჰაკათონის“ მოიცავს ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური იდეის პროტოტიპის შექმნის მიზნით, პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ჯგუფების მონაწილეობას.

პროფესიული განათლების ჰაკათონის მხარდაჭერა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისთვის საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ასოციაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა პროფსიული განათლებისა პოპულარიზების ხელშეწყობა ახალგაზრდებში.

1 აპრილს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პარკში გამართულ პრეზენტაციაზე, რომელიც საგანთლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე მიესალმა დამსწრე აუდიტორიას და განაცხადა, რომ „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც შუამავალი ორგანიზაცია კერძო და საჯარო სტუქტურებს შორის მიზნად ისახავს გაითვალისწინოს შრომის ბაზრის მოთხოვნები და ხელი შეუწყოს იმ აქტივობების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია პროფესიული განათლების გაძლიერებაზე. როგორც ბოლოდროინდელი კვლევები ადასტურებს, კომპანიებს უჭირთ შრომის ბაზარზე კვალიფიციური პროფესიული განათლების მქონე კადრების მოძიება, რაც თავის მხრივ აისახება წარმოების ეფექტურობაზე და მის განვითარებაზე“.

ასოციაცია აღნიშნული პრობლემური საკითხის მოგვარებაში წარმოადგენს მნიშვნელოვან მხარეს, რადგანაც განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, საერთაშორისო ფონდებთან, პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სექტორთან ერთად ახორციელებს არა ერთ პროექტს, რომელიც მიმართულია პროფესიული განათლების პოლიტიკის შემუშავებასა და დახვეწაზე.

ამდენად, ჰაკათონის მხარდაჭერით შეგვაქვს მოკრძალებული წვლილი ახალგაზრდებში პროფესიული განათლებით დაინტერესების საკითხში.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...