employer.ge logo

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

date2018-09-01

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამომუშავება პრაქტიკაში - პროფესიულ სახლში სიმულაციური მაგალითების გამოყენებით“. ღონისძიება გაიმართება გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „პროფესიული განათლებისა და სწავლების პარტნიორობის პროექტის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ ფარგლებში.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა დუალური სწავლების პოპულარიზება და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება პროფესიული განათლებით. ამ მიზნით გორის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებმა გაიარეს სიმულაციური პრაქტიკის სამუშაოები კონკრეტული უნარების გაცნობის მიზნით, რათა უშუალოდ პროფესიასთან შეხებით დაინტერესებულიყვნენ პროფესიული განათლების მიღებით.

აღსანიშნავია, ღონისძიების უპრეცედენტო ფორმატი, რომელიც გულისხმობს სკოლის მოსწავლეების მიერ ინსტრუქტორების დახმარებით სიმულაციური სახლის მშენებლობასა და რემონტს. პრაქტიკული სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიმართება სემინარი სახელწოდებით "სამეწარმეო აზროვნების განვითარება", რომელსაც, ასევე, ესწრებოდნენ
მოსწავლეები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტის მენეჯმენტი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები,
პრაქტიკის ინსტრუქტორები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, პროექტის გრძელვადიანი ექსპერტი დირკ რონეკე, მედია და სხვა დაინტერესებული პირები.

პროექტის მიზნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის ჩართულობა, როგორც კონკრეტული ღონისძიების, ასევე მთლიანად პროექტის მიმდინარეობის პროცესში. პროექტის მხარდამჭერები არიან კომპანიები „ნოვა“, „გუდვილი“, „ახალი ნათება“, „მინა“ და „დიო“.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...

2018-09-04

ბიზნეს სექტორი მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაზე იმსჯელა

ბიზნეს სექტორი მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ნუსხაზე იმსჯელა

ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში კერძო სექტორმა მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოს იმ ნუსხ...