employer.ge logo

ბიზნეს სექტორი პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს შეხვდა

date2019-02-11

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ბიზნეს სექტორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანს შეხვდა და მიიღო ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე რეფორმების, თუ საკანონმდებლო სიახლეების შესახებ.

კერძოდ, შეხვედრის მონაწილე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას, როგორ უზრუნველყონ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა.

შეხვედრის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიებისთვის გაკეთდა პრეზენტაცია ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა მონაცემთა დამუშავების პრინციპები; მონაცემთა დამმუშავებლების ვალდებულებები და კანონის მოთხოვნები; პირდაპირი მარკეტინგი და სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გაცემა; ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება; GDPR (ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია); მონაცემთა დამუშავების პროცესის მონიტორინგი და კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციები; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები და ინსპექტორის აპარატის სამომავლო გეგმები.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კითხვა-პასუხის რეჟიმს, რომლის ფარგლებშიც კერძო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ კომპეტენტურ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ.

ღონისძიება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრების ციკლის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია კერძო და საჯარო სექტორს შორის კომუნიკაციის გაძლიერება.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...