employer.ge logo

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტი ხონში

date2019-02-11

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით მიმდინარე პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში ხონის სკოლის მოსწავლეებმა პროფესიული განათლებით დაინტერესებისა და ცნობიერების გაზრდის მიზნით სხვადასხვა აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა.  

კონკრეტული პროფესიების უკეთ გაცნობისა და სასწავლო დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით მოსწავლეები ეწვივნენ ავეჯის საწარმოებს, რესტორანს, კლინიკასა და სახელმწიფო საჯარო სამსახურს. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ სამუშაო ადგილზე პროფესიონალებისგან მიეღოთ კომპეტენტური ინფორმაცია კონკრეტული პროფესიების მახასიათებლებისა და შინაარსის შესახებ. ასევე, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ერთ დღის განმავლობაში თავად ყოფილიყვნენ ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენლები სამუშაო ადგილზე.

ღონისძიებების ფარგლებში მოსწავლეებს ხონის მერმა ლადო ჯურხაძემ მოსწავლეებს ესაუბრა პროფესიული განათლების პერსპექტივების, მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ.

ამასთან, მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლების მიმართ მოტივაციის გაზრდის მიზნით მოეწყო შეხვედრები რეგიონის წარმატებულ ბიზნესმენებთან, რომლებმაც გაუზიარეს წარმატების ისტორიები.

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტი, რომელიც გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით საქართველოში 2016 წლიდან მიმდინარეობს, მიზნად ისახავს თბილისსა და რეგიონებში ბიზნეს სექტორისა და პროფესიული სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, რათა დარეგულირდეს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსი.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...