employer.ge logo

ლევან სურგულაძე დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა

date2019-05-11

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინიციატივით კერძო სექტორსა და  საპენსიო სააგენტოს დირექტორს ლევან სურგულაძეს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საპენსიო რეფორმის მიმდინარეობის საკითხები განიხილებოდა.
ბიზნეს სექტორსა და საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს შორის დისკუსია გაიმართა, როგორც თემის ტექნიკური დეტალებისა და კონკრეტული პრობლემების შესახებ, ისე საპენსიო დანაზოგის რისკების, დაზღვევის საკითხისა და სამომავლოდ დასაქმებულის მიერ სარგებლის მიღების ფორმებისა სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა, რადგან საპენსიო რეფორმა, კერძოდ, სააგენტოს მუშაობა არის ბიზნეს სექტორში დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი. ძალიან მრავალფეროვანი იყო ის საკითხები, რომლებიც შეხვედრაზე გაჟღერდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეკითხვები, რომლებიც ეხებოდა საინვესტიციო საბჭოს ჩამოყალიბებას და მის შემდგომ საქმიანობას, გრძელვადიან პერიოდში დანაზოგის დაცულობის გარანტიებსა, საკრედიტო და სავალუტო რისკებს, სანქციებს, აკუმულირებული თანხის განთავსების მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებს და .. ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრაზე კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ ადმინისტრირების ყოველდღიურ პროცესში წარმოქმნილი ხარვეზებისა და ბუნდოვანი საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია სააგენტოს წარმომადგენლებისგან,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.
შეხვედრა საქარველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას 80-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებისთვის სისტემატურად მართავს მსგავსი ტიპის შეხვედრებს.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...