employer.ge logo

დამსაქმებელთა ასოციაციამ იმერეთის რეგიონის ბიზნეს სეტორთან შეხვედრა გამართა

date2019-06-24

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელ 80-მდე კომპანიასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა მიზნად ისახავდა კერძო სექტორისთვის ისეთი აქტუალური საკითხების განხილვას, როგორებიცაა შრომის უსაფრთხოება, პროფესიული განათლება და ამ სფეროებში არსებული გამოწვევები.

„შრომის უსაფრთხოების კანონის გამკაცრება განსაკუთრებით მძიმედ აისახება რეგიონებზე, რადგან იქ ნაკლებია ამ სფეროში არსებული ცნობიერება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრები, მეტიც, არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ახალ მოთხოვნებს უყენებს კანონი მათ. შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც ერთი მხრივ, ადგილობრივ ბიზნესმენებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წარმართონ საქმიანობა კანონის ახალი მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო მეორე მხრივ, მათგან მოვისმინეთ ის მთავარი გამოწვევები, რაც ამ ეტაპზე ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელია კონკრეტული რეგიონისთვის.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, ცნობილია, რომ აღნიშნული საკითხიც განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია იმერეთის რეგიონში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტს უკვე 1 წელზე მეტია ახორცილებს და პროექტის მიხედვით დაგეგმილი აქტივობებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ვისაუბრეთ შეხვედრის მონაწილეებთან. აქვე უნდა აღვნიშნო ადგილობრივი მთავრობის მხარდაჭერა ჩვენ საქმიანობაში, რასაც დღევანდელი შეხვედრის ორგანიზებაც და სამომავლოდ თანამშრომლობის მზაობა ადასტურებს,“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სამომავლოდ სხვადასხვა რეგიონის ბიზნეს წრეებთან შეხვედრების გამართვას და მათთან კომუნიკაციის გაძლიერებას აანონსებს, რათა სამთავრობო სტრუქტურების და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე კერძო სექტორის ლობირება მეტად ეფექტური და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული გახდეს.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...