employer.ge logo

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სოლიდარობას უცხადებს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის

date2022-03-04

დასრულებული


ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, რომელიც გმირულად იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი სახელმწიფოს მომავლის, ოჯახებისა და მოქალაქეებისთვის, არამედ ევროპის, საქართველოსა და მთელი მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ასოციაცია მრავალი წელია მასპინძლობს უკრაინელ პარტნიორებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მათთან ერთად ახორციელებს არაერთ პროექტს, მართავს გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებს ჩვენს ქვეყნებს შორის და ამაყობს საკუთარი წვლილით საქართველო-უკრაინას შორის ბიზნეს-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და განმტკიცებისთვის. დარწმუნებული ვართ, უახლოეს მომავალში კვლავ გვექნება შესაძლებლობა კიდევ უფრო ძლიერებმა და თავისუფლებმა ვუმასპინძლოთ ერთმანეთს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის გაძლიერების გზაზე დასახული მიზნების მისაღწევად.

ჩვენ ვამაყობთ წევრი კომპანიებისა და სრულიად საქართველოს ბიზნეს სექტორის მიერ გამოვლენილი მაღალი სახელმწიფოებრივი და სოციალური თვითშეგნებითა და პასუხისმგებლობით, რომელიც ამ მძიმე დღეებში მატერიალური, თუ მორალური მხარდაჭერით გამოხატეს უკრაინის მოქალაქეების მიმართ.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია სრულიად უცხადებს სოლიდარობას უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ევროპულ მისწრაფებებს. ვულოცავთ უკრაინის თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთვისაც გაიხსნება დასავლური კარი, ვინაიდან მრავალი წელია ვიმყოფებით რუსეთის ანექსიისა და ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების წინაშე.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...