employer.ge logo

ტრენინგი შრომის სამართალში

date2022-05-02

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში დასრულდა პრაქტიკული კურსი თემაზე შრომის სამართალში ეროვნული კანონმდებლობა, შრომის სამართლის საერთაშორისო სტანდარტები და სასამართლო პრაქტიკა.

კურსის მიზანს წარმოადგენდა კომპანიებისთვის შრომის კანონმდებლობასა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული იმ ძირეული ცვლილებების შესახებ ინფორმირება, რომელიც საჭიროა კომპანიაში შრომითი ურთიერთობების მართლზომიერად დაგეგმვა-მართვისთვის.

სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ  დაიცვან კომპანიის ინტერესები; შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმონ ორგანიზაციული პროცესები; შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად აწარმოონ ორგანიზაციის დოკუმენტაცია (შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესის, სამუშაო აღწერილობები); შეასრულონ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება; თავიდან აიცილონ ინსპექციის მხრიდან მოსალოდნელი სანქციები.

ტრენინგს უძღვებოდნენ ნიკოლოზ აბუთიძე – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსი, შრომის სამართლის ექსპერტი;

ანა დევდარიანი – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი;

ქეთევან მესხიშვილი – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, სამოქალაქო საქმეთა პალატა.

კურსში 30 კომპანიის იურისტი და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი მონაწილეობდა.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს GEA-ს სერტიფიკატები გადაეცათ.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია შრომის სამართლის თემატიკაზე ტრენინგებს სისტემატიურად სთავაზობს კომპანიებს თემის აქტუალურობის გათვალისწინებით.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...