employer.ge logo

სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი

date2022-07-07

დასრულებული


დამტკიცდა სამუშაო სივრცეში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც  მინიმალურ სტანდარტებს უდგენს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაო ადგილებს.

რეგლამენტი მოიცავს და არეგულირებს შემდეგ საკითხებს: ელექტრომოწყობილობები; სახანძრო უსაფრთხოება; სამუშაო სივრცე; საევაკუაციო გზები და გასასვლელები; სამოძრაო მარშრუტი; ესკალატორები; სატვირთო პლატფორმები; დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრები; მიკროკლიმატი დახურულ სივრცეში; დროებითი გამათბობელი და გამაგრილებებლი სისტემები; ვენტილაცია; ბუნებრივი და ხელოვნური განათება; საპირფარეშოები; საშხაპეები; გამოსაცვლელი ოთახები; მოსასვენებელი ადგილები და პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახები.

აღსანიშნავია რეგლამენტის მე-5 მუხლი, გარდამავალი დებულებები, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული წესებისგან გამონაკლის შემთხვევებს, რომელიც დაკავშირებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღთან. კერძოდ, წინამდებარე რეგლამენტით გათვალისწინებული გარკვეული სახის ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სამუშაო სივრცესა და სამუშაო ადგილზე, რომლებიც განთავსებულია იმ შენობა-ნაგებობებში, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაიცა ამ დადგენილების ამოქმედებამდე.

იმ შემთხვევაში, თუკი მშენებლობის ნებართვა გაიცა ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დამსაქმებლის მიმართ არ ამოქმედდება შემდეგი რეგულაციები: სამუშაო სივრცე − იატაკი, კედლები, ჭერი, სახურავი, ფანჯრები და სარკმელი; სამოძრაო მარშრუტი; ესკალატორები და მოძრავი სავალი ბილიკები; სატვირთო პლატფორმები; დახურული სამუშაო სივრცის პარამეტრები; განათების მოწყობილობები; განცალკევებული ხელსაბანები; თითოეული დასაქმებულის სათავსო; კვებისთვის განკუთვნილი სათავსები; პირველადი სამედიცინო დახმარების ოთახი; ღია სამუშაო სივრცის სპეციალური პირობები.

შესაბამისად, ზემოაღნიშნული გამონაკლისების გარდა, დამსაქმებელი (სამუშაო ადგილზე, რომლებიც განთავსებულია იმ შენობა-ნაგებობებში, რომლებზეც მშენებლობის ნებართვა გაიცა ამ დადგენილების ამოქმედებამდე)  ვალდებული ხდება, უზრუნველყოს რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. წინამდებარე ვალდებულება უნდა შესრულდეს დადგენილების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ რეგლამენტი ცალკე გამოყოფს დამსაქმებლისთვის, ორსული ქალების, მეძუძური დედებისა და შშმ პირებისათვის მინიმალური სტანდარტების დანერგვის ვალდებულებას და იგი საგამონაკლისო წესის გარეშე ვრცელდება ყველა დამსაქმებელზე.

ავტორი: ანა დევდარიანი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტი

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...