employer.ge logo

დამსაქმებელთა ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დაძლევის ინსტრუმენტების შემუშავებაზე დაინტერესებულ მხარეებთან მსჯელობს

date2022-10-05

დასრულებული


5 ოქტომბერს, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ გაიმართა კვლევის - „ხელშემწყობი გარემო საწარმოთა მდგრადი განვითარებისთვის“ (EESE) შედეგებზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია.

კვლევის მიზანს იმ მთავარი პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება წარმოადგენდა, რომლებიც მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარების ყველაზე ხელისშემშლელ ფაქტორებად გვევლინება.   შედეგებმა აჩვენა, რომ კერძო სექტორისთვის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოთათვის, ერთ-ერთ გამოწვევას ფინანსებზე წვდომა წარმოადგენს, რაც მეტწილად განპირობებულია, ფინანსური და ადამინური კაპიტალის სიმწირით, ფინანსური რესურსებით სარგებლობის დაბალი მაჩვენებლით და სხვა.

„კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დამსაქმებელთა ასოციაციამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) ერთად შეიმუშავა პოლიტიკის დოკუმენტი და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიაზრებს აღნიშნული გამოწვევის დაძლევის ინსტრუმენტების გაჩენას კერძო სექტორისთვის. დოკუმენტების სრულფასოვნი სახით ჩამოყალიბების მიზნით მნიშვნელოვანია კერძო სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურებისა და სხვა დაინტერესებული მხარეთათვის სამოქმედო გეგმის გაცნობა და მათგან შესაბამისი უკუკავშირის მიღება, რის საფუძველზე დაიგეგმება ასოციაციის შემდეგომი ნაბიჯები კომპანიების მხარდასაჭერად“ - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ კერძო სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები,  საერთაშორისო ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...