employer.ge logo

ტრენინგი თემაზე - ორგანიზაციული და ფსიქოლოგიური მდგრადობა

date2022-10-06

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანული ორგანიზაცია – KWB-ს ( Koordinierungsstelle Weiterbildung und Beschäftigung e.V.)  ერთობლივი პროექტის ფარგლებში ბენეფიციარი ქალებისთვის ორდღიანი ტრენინგი გაიმართა თემაზე ორგანიზაციული დაფსიქოლოგიური მდგრადობა.

პროექტი მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელ ქალებში სამეწარმეო უნარების გაძლიერებას, ფინანსური წიგნიერების ამაღლებას, ნეთვოქრინგის გაზრდას  და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას.

19-20 სექტემბერს გამართულ ტრენინგს გერმანიიდან მოწვეული ტრენერები ზილკე პოტჰასთ, ანიკა დიკმან უძღვებოდნენ (KWB, Hamburg).

ტრენინგის ფარგლებში განიხილებოდა ისეთი საკითხები, როგორებიცაა თვითქოუჩინგი, ოჯახურ/ პროფესიულ სფეროში არსებული აქტუალური საკითხები, სასურველი მიზნისა და საკუთარი სურვილების დაზუსტება, სტრესული რეაქციები და მათი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ეფექტები, ინდივიდუალური რესურსების ფონდის შექმნა და გამყარება პირადი რესურსების გამოყენება სტრესულ სიტუაციებში.

ტრენინგი დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებით.

პროექტის შემდეგ ეტაპზე ბენეფიციარები შეიმუშავებენ ბიზნეს გეგმებს. ხოლო მათ შორის საუკეთესოთა ავტორები დაჯილდოვდებიან.

პროექტი საქართველოს სამ რეგიონში ხორციელდება – თბილისში, იმერეთსა და აჭარაში.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...