2023-12-01
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა შრომის ინსპექციასთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ და დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომითი უფლებების საკითხები საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ინსპექტირების პროცესების ჭრილში. კერძოდ, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ნატო ნათენაძემ და ასევე მოადგილე მაია მიქაიამ წარადგინეს პრეზენტაცია შრომის ინსპექციის მანდატის, ძირითადი მიმართულებების, ზედამხედველობის შედეგების, ხშირად გამოვლენილი დარღვევების, შრომითი მიგრაციის კანონისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.
შეხვედრა, რომელსაც 100-მდე მონაწილე ესწრებოდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შრომის ინსპექციის სამსახურთან შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავს კერძო და საჯარო სექტორებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...