employer.ge logo

შრომითი ურთიერთობები და სასამართლო პრაქტიკა

date2024-04-04

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა 14 საათიანი ტრენინგი თემაზე შრომის სამართალი და სასამართლო პრაქტიკა.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია და ცნობიერება შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული ისეთი საკითხების შესახებ, რომელიც საჭიროა კომპანიაში შრომითი ურთიერთობების მართლზომიერად დაგეგმვა-მართვისთვის.

ტრენინგს უძღვებოდნენ:

ანა დევდარიანი - შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ უფროსი იურისტი, შრომის სამართლის ტრენერი და მკვლევარი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი, ადვოკატი და მედიატორი. ანა ჩართული იყო შრომის კოდექსის კომენტარების შემუშავების პროცესში, როგორც მკვლევარ-ასისტენტი.·

გიორგი გოგიჩაშვილი- სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა მოსამართლე; 20 წელზე მეტი გამოცდილება სასამართლო პრაქტიკაში.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ დაიცვან კომპანიის ინტერესები; შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად მართონ ორგანიზაციული პროცესები;შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად აწარმოონ ორგანიზაციის დოკუმენტაცია (შრომითი ხელშეკრულებების, შინაგანაწესის, სამუშაო აღწერილობები და სხვ); შეასრულონ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და თავიდან აიცილონ სანქციები და შრომითი დავები.

ტრენინგს ესწრებოდნენ იურისტები, HR-ები და შრომის სამართლით დაინტერესებული სხვა პირები.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ GEA-ს სერტიფიკატები.

ტრენინგი გაიმართა NEW Democracy Fund-ის (NDF) და დანიის ინდუსტრიალისტების (DI) მხარდაჭერით.

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...