employer.ge logo

საინფორმაციო შეხვედრა საკანონმდებლო სიახლეების შესახებ

date2024-04-18

დასრულებული


საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საკანონმდებლო სიახლეების შესახებ წევრი კომპანიებისთვის.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ბიზნესის წარმომადგენლებისათვის შრომით, სამეწარმეო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებისა და ახალი ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და იმ აუცილებელი უნარ-ჩვევების დახვეწა, რომელიც საჭიროა ახალ ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ უკეთ განახორციელონ მათ წინაშე მდგარი გამოწვევების იდენტიფიცირება, დაიცვან კომპანიის ინტერესები, უკეთ უზრუნველყონ კომპანიის წინაშე არსებული საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულება და შესაბამისობის უზრუნველყოფა, კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დაგეგმონ ორგანიზაციული პროცესები, აწარმოონ ორგანიზაციის დოკუმენტაცია, თავიდან აიცილონ შრომის ინსპექციისა და პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან მოსალოდნელი სანქციები.

 შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი დათო კესარელი და GLCC Law Firm-ის იურისტი ენვერი აბულაძე.

შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა GEA-ს ბორდის წევრმა შალვა ცხაკაიამ.

ღონისძიება გაიმართა გაიმართა NEW DEMOCRACY FUND-ის (NDF) და დანიის ინდუსტრიალისტების (DI) მხარდაჭერით.

 

მსგავსი სიახლეები

2018-08-15

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

სამუშაო შეხვედრა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...

2018-09-01

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

პროფესიული განათლების პოპულარიზება ქ. გორში

ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...

2018-09-01

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების წარდგენა

13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...