2024-06-28
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ქ. ბათუმში ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენინგი გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობითი (ESG) საკითხების შესახებ.
ESG-სთან დაკავშირებული ინფორმაციის ანგარიშგება და გამჟღავნება მდგრადი დაფინანსების განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ყოველივე ეს, თავის მხრივ, ბაზრის გამჭვირვალობის ზრდასა და საბაზრო დისციპლინის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
ტრენინგის ფარგლებში განიხილებოდა 2024 წლის პროგრესი აღნიშნული მიმართულებით - საქართველოს ვადლებულება და რეგულაციებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა კომპანიებისთვის.
ტრენინგს უძღვებოდა ხათუნა ახალაია - კონსულტანტი ბიზნეს სექტორისთვის გარემოს დაცვის, აგრობიზნესისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებში.
ტრენინგი გაიმართა New Democracy Fund-ისა და დანიის ინდუსტრიალისტების ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გე...
ბიზნეს გაერთიანება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით 12 სექტემბერს ქ. გორში მასშტაბური ღონისძიება გაიმართა - „პროფესიული უნარების გამ...
13 სექტემბერს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის მიმდინარე შედეგების...