logo

ქალი მეწარმე

2015 წლის 29 აპრილს თბილისში გერმანული პარტნიორობის პროექტის ფარგლებში „ქალთა მეწარმეობის განვითარების მესამე საერთაშორისო კონფერენცია– დიახ, მას შეუძლია!“ გაიხსნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის სავაჭრო–სამრეწველო ინდუსტრიის სატრენინგო ცენტრის დირექტორმა, სწავლების პროგრამების მენეჯერმა, პარტნიორობის პროექტის მენეჯერმა და მეწარმე ქალბატონებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.


სამხრეთ კავკასიაში ქალთა მეწარმეობის განვითარების აუცილებლოდან გამომდინარე აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მათი საქმიანობის გაფართოების ხელშეწყობას თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში. კონფერენციის მიზანია გაფართოვდეს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის დამსაქმებელთა ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობა მეწარმე ქალთა ხელშეწყობის კუთხით, რათა ეს უკანასკნელები გახდნენ უფრო აქტიური წევრები და გამოიყენონ კონტაქტების დამყარების შესაძლებლობები.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ბიზნესში მოღვაწე ქალბატონებს მეზობელი ქვეყნებიდან. მათ ასევე ჰქონდათ საშუალება წარმოედგინათ მოკლედ ინფორმაცია თავინთი ბიზნესის შესახებ. კონფერენციის მონაწილეები ესტუმრნენ ასევე თბილისში არსებულ რამდენიმე საწარმოს: კომპანია „შნოს“ (ავეჯის დამზადება, რესტავრაცია, ვაჭრობა); „ეი–სი–თი კვლევით ცენტრს“ ( სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი); სილამაზის ცენტრს და აკადემიას „ნატალი“.


3 დღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შორის განხილული იყო თუ როგორ შეუძლიათ დამსაქმებელთა ორგანიზაციებს თანამშრომლობის გაწევა, რათა ქალ მეწარმეებს ჰქონდეთ წვდომა ისეთ საკითხებზე როგორიცაა ლობირება, დაცვა და ბიზნეს სერვისები. ყურადღება გამახვილდა ასევე პროფესიული განათლების თემაზე და ისეთ ინსტრუმენტზე როგორიცაა „მენტორინგი“.


კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს ბიზნეს–პროფილები და ისაუბრეს თუ რას რას ნიშნავს ბიზნესის კეთება სამხრეთ კავკასიაში. 


სამდღიანი კონფერენცია 1 მაისს დასრულდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ივნისის ბოლოს დაგეგმილია სამივე ქვენის მეწარმე ქალბატონების სამუშაო ვიზიტი გერმანიაში, სადაც ისინი ადგილზე გაეცნობიან გერმანულ გამოცდილებას და ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ კონტაქტები პოტენციურ ბიზნეს–პარტნიორებთან.

 

 

საერთაშორისო კონფერენცია - „ქალთა მეწარმეობის განვითარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში

„როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ქალ-მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებაში?“

2014 წლის 17 სექტემბერს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის „სამხრეთ კავკასიაში მეწარმეთა ორგანიზაციების განვითარების“ პროექტმა აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მეწარმეთა გაერთიანებებთან და ქალ მეწარმეებთან ერთად, ქალი მეწარმეების უფლებებისა და შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე საერთაშირისო კონფერენცია ჩაატარეს.

აღნიშნული ღონისძიება პროექტის პარტნიორი აზერბაიჯანის მეწარმეთა (დამსაქმებელთა) ეროვნული კონფედერაციის (ASK), სომხეთის დამსაქმებელთა რესპუბლიკური კავშირისა (RUEA) და ღონისძიების მასპინძელი - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის (GEA) უშუალო მონაწილეობითა და ხელშეწყობით გაიმართა.

მსოფლიოს ძალზედ ცოტა ქვეყანაში იღებენ ქალები მონაწილეობას ბიზნესში ისევე სრულფასოვნად, როგორც მამაკაცები. შესაბამისად, ქალი მეწარმეების წინაშე არსებობს საკუთარი თავის სრულად რეალიზების პრობლემათა სპექტრი. ამ სპექტრიდან ტიპიური პრობლემებია ფინანსურ რესურსებზე წვდომა და მეწარმეობის განათლების პრობლემა.

საერთაშორისო კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ხელი შეგვეწყო და პარტნიორებთან ერთად გამოგვენახა ის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა მეწარმეობის განვითარებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. კონფერენციაზე უპირველესად ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში ზოგადად ქალთა მეწარმეობის სიტუაციაზე და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების ფარგლებში ბიზნეს გაერთიანებების მხრიდან ამ სფეროში საქმიანობის გაძლიერების ინსტრუმენტებზე. აღნიშნულის შემდეგ შსო-ს მიერ მხარდაჭერილი ქალი მეწარმეების მდგომარეობის კვლევის ანალიზის საუძველზე ღონისძიების ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა წარმოადგინეს არსებული პრობლემები და სამომავლო პერსპექტივები ქალთა მეწარმეობის განვითარების მიმართულებით. კონფერენციის მესამე ძირითადი განსახილველი საკითხი იყო გერმანიის ქალ მეწარმეთა გაერთიანების (VdU) მხრიდან საუკეთესო გამოცდილებების გაცნობა და რეკომენდაციების გაზიარება, შემდგომში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ქალთა მეწარმეობის მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.

კონფერენციას გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ჯანელიძემ. ღონისძიებას დაესწრნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები, გერმანიის ქალ მეწარმეთა გაერთიანებების წარმომადგენლები, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ქალი მეწარმეები, საქართველოში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები, ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი პირები და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები.

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/297351-mikheil-janelidze-dghes-konferencias-qqaltha-metsarmeobis-ganvithareba-samkhreth-kavkasiis-regionshiq-gakhsnis.html?ar=A