logo

ყაზახეთის ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ბიზნეს პოტენციალს გაეცნო

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ყაზახეთის ბიზნეს ასოციაცია KIT და მისი წევრი კომპანიები  ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ.

მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი პროდუქტის, ინტერესების, პოტენციალისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. ყაზახური მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა.
შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელების კონკრეტული მიმართულებები და გამოვლინდა საერთო პროექტების გახორციელების შესაძლებლობები.
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წევრ კომპანიებს მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებით სთავაზობს გააფართოვონ საქმიანი არეალი და შეხვდნენ სხვადასხვა ქვეყნის პოტენციურ მოკავშირეებს.