logo

ყაზახეთის ელჩი საქართველოში ბიზნეს სექტორთან შეხვედრას გამართავს

27 სექტემბერს, 13:00 საათზე, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ ორგანიზებით  ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი ქართველ მეწარმეებს და საქართველოში მოქმედ ყაზახური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება.  

ღონისძიების მიზანს ყაზახეთისა და საქართველოს ბიზნეს სექტორებს შორის კომუნიკაციების დამყარება და ამ გზით ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობა წარმოადგენს. კერძოდ, ყაზახეთის ელჩის მხრიდან გაკეთდება პრეზენტაცია ყაზახეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებებსა და ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.   

ღონისძიების ფარგლებში „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ და „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია“ ყაზახეთის საელჩოსთან გააფორმებენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებში სამომავლოდ დაგეგმილია  ერთობლივი ბიზნესფორუმებისა და სხვადასხვა ბიზნეს აქტივობების ორგანიზება.

შეხვედრას საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

 

მისამართი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. #106 (მე-3 სართული)

 

 

საკონტაქტო პირი:

ცირა იობაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

ტელ.: +995 598 544 415

ელ-ფოსტა: pr@employer.ge