logo

კერძო სექტორმა შრომის უსაფრთხოების კანონპოექტზე იმსჯელა დამსაქმებელთა ასოციაციაში

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში კერძო სექტორმა შრომის უსაფრთხოების კანონპოექტზე იმსჯელა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ბიზნეს სექტორის პოზიციის დაფიქსირებას იმ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, რომელიც შესაძლებელია გამოიწვიოს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტის არსებული სახით ძალაში შესვლამ.

კერძო სექტორის წარმომადგენლები მსჯელობის შედეგად შეთანხმდნენ, რომ კანონპროექტის აღსრულება გამოიწვევს სერიოსულ პრობლემებს საწარმოებში, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში. არსებული მდგომარეობის დამაძიმებელ ფაქტად მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის სულისკეთება სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაა და არა პრეცენციული პოლიტიკის ჩამოყალიბება.


შეხვედრაზე, ასევე მნიშვნელოვან მოსალოდნელ პრობლემად გამოვლინდა კორუფციის ზრდის რისკები, რასაც გამოიწვევს სასამართლოს ნებართვის გარეშე საწარმოს საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევა.

საუბარი შეეხო კანონის გავრცელების არეალსაც. ბიზნესი მიიჩნევს, რომ აუცილებლად უნდა იყოს კანონი გავრცელებული მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაოებზე, რადგან მიზანი შესრულებადი იყოს.

აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო კანონის აღსრულების სტრუქტურის განსაზღვრა აუთსორსინგული მომსახურების გაწევით და არა იპმერატიულად მხოლოდ სახელმწიფო მოხელეებისა და სახლმწიფოს სტრუქტურაში დამატებითი მხარჯავი დაწესეულების შექმნით.

ამასთან, სრულიად მიუღებელია მიდგომა რაც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული, რომ კანონმა უნდა გამოიწვიოს ბიუჯეტის შევსება მეწარმეების დაჯარიმების ხარჯზე.

კანონპროექტის განხილვისთვის გამართულ შეხვედრას 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტი ვლადო ჩუროვიჩი ესწრებოდნენ.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც სამმხრივი სოციალური პარტნიორობის ფორმატში ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი მხარე სისტემატურად მუშაობს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე ცვლილებების პროცესში კერძო სექტორის ინტერესების აღიარების მიმართულებით.

ფოტო გალერია