logo

ხონის ეკონომიკური განვითრების პერსპექტივის შესახებ დაინტერესებულმა მხარეებმა იმსჯელეს

ხონის საკრებულოს დარბაზში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენდა ხონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობა და სამომავლო გეგმების დასახვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

სამუშაო შეხვედრები/სემინარები ორ დღეს გაგრძელდა და მასში მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი ხელისუფლება, კომპანიების წარმომადგენლები, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები, გერმანელი და აზერბაიჯანელი მოწვეული ექსპერტები, სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები და მოსწავლეები.

ორდღიანი სამუშაო პროცესის ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმები განიხილა პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტში ადგილობრივი წარმომადგენლების  (სკოლები, მოსწავლეები, კომპანიები და ა.შ) ჩართვით. ამასთან, ჩართულმა მხარეებმა აზერბაიჯანიდან მოწვეულ ექსპერტთან ერთად შეადგენენ ხონის ე.წ SWOT ანალიზს, რომელიც იქნება ხონის ეკონომიკური განვითარების ტრენდების მონახაზის შექმნის მთავარი ინსტრუმენტი.  აღსანიშნავია, რომ ანალიზში აქცენტი გაკეთდა პროფესიული განათლების პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიმართულებაზე,

აღსანიშნავია, რომ ხონის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან, რომლის შედეგადაც რეგიონში სხვადასხვა პროექტის განცორციელებაა დაგეგმილი.