logo

კონფერენცია „სამოქალაქო ტრანსპორტის მართვის სტრატეგიები“

2016 წლის 17 იანვარს, ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია თემაზე „სამოქალაქო ტრანსპორტის მართვის სტრატეგიები“, რომელსაც უძღვებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული ტრანსპორტის განვითარების დარგის სპეციალისტები რიჩარდ კრისს (ყურაშვილი), დავიდ სკეჰანი, ჯოსეფ ჯიანნეტტო, ფერნანდო მათეო და როდიონ ოტლეტოვი.

მოწვეული სპეციალები სხვადასხვა დროს მუშაობდნენ ნიუ-იორკის და ჩიკაგოს ტაქსის მძღოლების ფედერაციების და საქალაქო სატრანსპორტო კომპანიების წამყვან პოზიციებზე.

კონფერენცია გახსნა ქ. თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ლექვინაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისი მერიის ხელმძღვანელი პირები, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები და ბიზნეს სექტორი.
კონფერენციაზე აშშ-დან მოწვეული სპეციალისტები გაკეთდა მოხსენებები შემდეგი ძირითადი თემების შესახებ:

1) საცობების შემცირების სტრატეგიები და მათი გავლენა ქალაქის მობილურობაზე (ქრონიკული საცობის ეკონომოკური შედეგები; საცობების პრობლემის დაწვრილებითი განხილვა; საცობების შემცირების სტრატეგიები);
2) ქალაქ ნიუ-იორკის ტაქსების და ლიმუზინების კომისიის საქმიანობის გაცნობა;
3) საინფორმაციო ტექნოლოგიების მნიშვნელობა სატრანსპორტო სისტემის მართვის გაუმჯობესებისათვის (ლოჯისტიკის ავტომატიზაციის მართვის სისტემის 8 უპირატესობა);

კონფერენციის ბოლო ნაწილი დაეთმო დისკუსიას, სადაც განიხილეს თბილისში არსებული სიტუაცია გზებზე, პრობლემები, გამოწვევები და პერსპექტივები საცობების შემცირებასთან დაკავშირებით.

 

ფოტო გალერია 

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებას აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით.