logo

კორპორატიული სპორტის ფედერაციის პროგრამის პრეზენტაცია

2017 წლის 1 თებერვალს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და „პრაიმ სპორტ მენეჯმენტის“ ორგანიზებით გაიმართა საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პროგრამის პრეზენტაცია.

მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის მიხედვით საქართველოს ერთ-ერთი ბოლო ადგილი უკავია ევროპაში. შესაბამისად, იმ გამოწვევებს შორის რაც დღეს საქართველოს წინაშეა მნიშვნელოვანია მოსახლეობის ფიზიკური გაჯანსაღების პრობლემა, რომელიც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის დემოგრაფიულ მდგომარეობას.

აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა არ არის ერთი რომელიმე სტრუქტურის საქმე, უნდა მოხდეს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების სრული ჩართვა.
ამ პროცესს წმინდა ეკონომიკური ფაქტორებიც ახლავს, მცირდება საყოველთაო და კერძო დაზღვევის ხარჯები, დათვლილია რომ ორგანიზაიის მიერ, თანამშრომლის ფიზიკურ აქტივობაზე დახარჯული 1 დოლარი 12 დოლარის ამონაღებს იძლევა,ასეთია საერთაშორისო გამოცდილება, ამის მაგალითს იძლევიან მსოფლიოს
წამყვანი ორგანიზაციები. არ არსებობს სპორტზე დიდი მოტივატორი, ერთობლივი თამაშები საუკეთესო საშუალებას team building თვის.

ფედერციის შექმნის მიზანს წარმოადენს მაქსიმალური პროპაგანდა გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, მოიცვას რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების, მოწვეული ვარსკვლავების და სპიკერების საშუალებით პროპაგანდა გავუწიოთ ფიზიკურ აქტივობას, დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირების მეშვეობით ვაქციოთ საქართველო სპორტული ტურიზმის მიმზიდველ მიმართულებად.

ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ ბიზნეს სექტორის საქმიანობაში სპორტული კომპონენტის გააქტიურების მიზნით არაერთი ღონისძიების ორგანიზებაშია ჩართული.

 

ფოტო გალერია